среда, 7 октября 2009 г.
ეროვნული ტანსაცმელი
1.პროექტის სახელი : ეროვნული ტანსაცმელი
2. პროექტის მოკლე აღწერა : პროექტის მონაწილეები იკვლევენ ეროვნული ტანსაცმლის წარმომავლობის ისტორიას. შეისწავლიან როგორი სამოსი ეცვათ ჩვენს წინაპრებს, ადგენენ სამოსის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
3. პროექტის სრული აღწერა : მოსწავლეებს ევალებათ საქართველოს კუთხეების მიხედვით მოიძიონ ინფორმაცია, თუ როგორ სამოსს ხმარობდნენ ძველად, როგორც დიდგვაროვნები, ასევე გლეხები. არკვევენ, თუ როგორ იქმნებოდა ქართული ეროვნული სამოსი, რა შემთხვევაში ეცვათ თეთრი, შავი, ლურჯი ან შინდისფერი ტონებით გაწყობილი ჩოხა-ახალუხი, ნაბადი, ხაბარდა, თუ სხვა ტიპის სამოსი. ხელოვნების მუზეუმში ნახავენ ძველი დროის სამოსს, გაავლებენ პარალელს დღევანდელ სამოსთან, ნახავენ თუ რა პრინციპით იქმნებოდა ქართული ეროვნული ჩასაცმელი, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალurობა. გაარკვევენ, თუ რა სახეცვლილებები შიეძინა ქართულმა სამოსმა საუკუნეებთან ერთად. ყურადღებას გაამახვილებენ აქსესუარებზე, რომლებიc ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ჩაცმულობის,როგორც ქალის ასევე მამაკაცის.(ქამარ–ხანჯალი, დაქარგული გულისპირიანი კაბა, ჩიხტიკოპი...) შეადარებენ ქართულ სამოსს კავკასიური ერების ჩაცმულობას. მოიძიებენ ფოტო და საინფორმაციო მასალებს და შექმნიან ბლოგებს.
4. მოსწავლეთა ასაკი : 11–14 წლამდე
5. ვადები/ხანგრძლივობა : 30.10.2009 30.12.2009
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : დისკუსიები მოძიებულ მასალებზე,ზოგადი საუბრები, შეძლებისდაგვარად ტანსაცმლის ესკიზების შექმნა კუთხეების მიხედვით, ესტუმრებიან მუზეუმებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს.
7. მოსალოდნელი შედეგი\პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას : ბავშვები გაიგებენ რა დატვირთვა hქონდა ეროვნულ ტანსაცმელს. გაიღრმავებენ ისტორიის ცოდნას, შექმნიან ბლოგებს და ბროშურებს
8. სასარგებლო სხვებისათვის : პროექტში მონაწილე ბავშვები შექმნიან ბროშურას სახელით: „ქართული ეროვნული სამოსი’’. დაასურათებენ საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი ტიპის სამოსით. ეს ყოველივე საინტერესო იქნება არა მარტო ქართველებისათვის, ასევე უცხოელი ტურისტებისათვის
9. სამუშაო ენა : ქართული
10. საგანთან/საგნoბრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები იღრმავებენ ისტორიის ცოდნას, სწავლობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს. გეოგრაფიაში შეისწავლიან სხვადასხვა კუთხეების გეოგრაფიულ მდგომარეობას. ხელოვნებაში_მხატვრობას, დიზაინს, გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს: ინტერნეტში მოძიებული მასალის დამუშავება, პრეზენტაციების მომზადება, ვებ–გალერეაში სურათების ატვირთვა.
11. პროექტის ფასილიტატორი: ნინო თავართქილაძე
12. ელ: n.tavartkiladze161@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:
14 პროექტის ბლოგი: tavartkiladze161.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)